განცხადება ,,რუსული სამყაროს’’ სწავლების შესახებ
მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის
წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა
მიმართ ვილოცოთ.
(საღმრთო ლიტურგია)
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა
მართლმადიდებლური ტრადიციის ხალხთათვის დიდ ისტორიულ საფრთხეს წარმოადგენს. მართლმადიდებელ
მორწმუნეთათვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ რუსეთის ეკლესიის უმაღლესი
სამღვდელოება თავდასხმის ფაქტს უარყოფს, სამაგიეროდ, ბუნდოვან განცხადებებს აქვეყნებს
მშვიდობის საჭიროებაზე მიმდინარე ,,მოვლენებისა’’ და ,,საომარი მოქმედებების’’ შუქზე.
ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს რუს და უკრაინელ ხალხთა ,,ძმობაზე,’’ რადგან მათი
აზრით, ორივე ეს ხალხი ,,წმინდა რუსეთის“ ნაწილია. სამხედრო მოქმედებებს ბოროტ ,,დასავლეთს’’
აბრალებს და სამრევლოებს იმგვარი ლოცვისკენ მოუწოდებს, როგორიც უფრო მეტად წაახალისებს
საომარ მოქმედებებს.
ვლადიმირ პუტინისადმი მოსკოვის საპატრიარქოს მრავალი
იერარქის მხარდაჭერას ღრმა ფესვები აქვს თავისი არსით ტოტალიტარულ, მართლმადიდებლურ
ეთნოფილეტისტურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმში, რომელსაც რუსკი მირი ანუ რუსული
სამყარო ეწოდება, ცრუ მოძღვრებაში, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ბევრს იზიდავს
და რომელიც თვით კათოლიკე და პროტესტანტმა ფუნდამენტალისტებმაც კი გაითავისეს.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კირილე (გუნდიაევი) მოსკოველი
(მოსკოვის საპატარიარქო) თავიანთ განცხადებებში მუდმივად მოუხმობდნენ და ავითარებდნენ
რუსული სამყაროს იდეოლოგიას უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. 2014 წლიდან, როდესაც
რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და დონბასში მართული ომი წამოიწყო იმ დრომდე სანამ ის უკრაინაში
სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, და მას შემდეგაც, პუტინი და პატრიარქი კირილე რუსულ
სამყაროს ომის გამამართლებელ უმთავრეს საბაბად იყენებენ. აღნიშნული სწავლება აცხადებს,
რომ არსებობს საერთაშორისო რუსული ცივილიზაციის სფერო, რომელსაც წმინდა რუსეთი
ან წმინდა რუსი ეწოდება. ეს სფერო მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს (და
ხანდახან მოლდოვასა და ყაზახეთს), ასევე ეთნიკურ რუსებსა და რუსულენოვან ადამიანებს
მთელ მსოფლიოში. აღნიშნული მოძღვრების თანახმად, ამ ,,რუსულ სამყაროს’’ საერთო პოლიტიკური
ცენტრი აქვს მოსკოვის, ხოლო საერთო სულიერი ცენტრი კიევის (კიევი ვითარცა დედა სრულიად
რუსეთისა) სახით, აქვს საერთო ენა (რუსული), ჰყავს საერთო ეკლესია (რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო) და საერთო პატრიარქი (მოსკოვის პატრიარქი), რომელიც
საერთო პრეზიდენტთან/ეროვნულ ლიდერთან (პუტინი) შეთანხმებით მოქმედებს, რათა მართოს
რუსული სამყარო და შეინარჩუნოს თვითმყოფადი სულიერება, ზნეობა და კულტურა.
,,რუსული სამყაროს’’ საპირისპიროდ (როგორც ამას აღნიშნული
სწავლება ქადაგებს) დგას გარყვნილი დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ
ევროპის ერების წინამძღოლობით, რომელიც დანებდა ,,ლიბერალიზმს,’’ ,,გლობალიზაციას,'' ,,ქრისტიანოფობიას'' და ,,ჰომოსექსუალთა უფლებებს,'' რასაც გეი აღლუმებზე ქადაგებენ და ქედი მოიდრიკა ,,მებრძოლი
სეკულარიზმის’’ წინაშე. დასავლეთსა და იმ ეკლესიებს, რომლებიც განხეთქილებასა და ცდომილებაში
ჩავარდნენ (ისეთები, როგორებიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და მისი მხარდამჭერი ადგილობრივი
მართლმადიდებელი ეკლესიები) აღემატება და უპირსიპირდება მოსკოვის საპატრიარქო ვლადიმერ
პუტინთან ერთად, ვითარცა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი მცველნი, მართლმადიდებლობისა,
რომელსაც ისინი ტრადიციული ზნეობის, ტრადიციის რიგორისტული და უცვალებელი გაგებისა
და წმინდა რუსეთის თაყვანისცემის თვალთახედვით განიხილავენ.
2009 წელს, პატრიარქ კირილეს აღსაყდრების შემდეგ, მოსკოვის
საპატრიარქოს მოთავეები, ისევე როგორც რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის გამხმოვანებელნი,
მუდმივად აღნიშნულ პრინციპს ეყრდნობიან, რათა მართლმადიდებლური ერთობა დააბრკოლონ. ეკლესიის
ეთნიკური პრინციპით ორგანიზაცია დაგმობილ იქნა კონსტანტინეპოლის 1872 წლის კრებაზე.
ეთნოფილეტიზმის ცრუ სწავლება რუსული სამყაროს იდეოლოგიის საფუძველია. თუკი ჩვენ ამგვარ
ყალბ პრინციპებს ჭეშმარიტად მივიჩნევთ, მაშინ მართლმადიდბელი ეკლესია იესო ქრისტეს,
მოციქულთა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის, მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა ეკლესიად
ყოფნას შეწყვეტს. ერთობა შინაგანად შეუძლებელი გახდება.
შესაბამისად, ჩვენ უარვყოფთ რუსული სამყაროს ერესსა
და რუსეთის ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებაში გამოიხატა
და რომელიც რუსეთის ეკლესიის წაქეზებით სწორედ ამ მავნე და უსაფუძვლო მოძღვრებისაგან
იღებს სათავეს. ჩვენ ვგმობთ ამ სწავლებას, როგორც სრულიად არამართლმადიდებლურს, არაქრისტიანულს
და კაცთა მოდგმის საწინააღმდეგოს, რომელიც მოწოდებულია იყოს ,,განმართლებული... განათლებული...
განბანილი სულიწმინდის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით (ნათლობის განგება).’’
როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ასევე მოსკოვის საპატრიარქო შეიჭრა მართლმადიდებელ
ეკლესიაში, მაგალითად აფრიკაში, გამოიწვა იქ განხეთქილება და დავა, ენით უთქმელი დანაკარგები
არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისთვისაც, საფრთხეში ჩააგდო რა მორწმუნეთა ცხონება.
,,რუსული სამყაროს’’ სწავლების ფონზე, სწავლებისა რომელიც
ანადგურებს და ყოფს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენ შთაგონებული ვართ ჩვენი უფლის იესო
ქრისტეს სახარებითა და მისი ცოცხალი სხეულის (რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესია)
წმინდა გარდამოცემის მიერ, რათა განვაცხადოთ და მართლაღსარებით გამოვთქვათ შემდგომი
ჭეშმარიტებანი:
1. ,,მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური
რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ
აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური’’ (იოანე 18:36).
ჩვენ ვამოწმებთ, რომ ისტორიის ღვთისაგან დასახული მიზანი
და სრულყოფა, მისი ტელოსი, არის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სასუფევლის მოსვლა, მართალთა
სუფევა, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში, სუფევა რომელიც დამოწმებულია წმინდა წერილის
მიერ, როგორც მას სრული უეჭველობით განმარტავენ წმინდა მამები. ეს არის სასუფეველი,
რომლის წინარეგემოსხილვაში ჩვენ ყოველი ლიტურგიისას ვმონაწილეობთ: ,,კურთხეულ არს მეუფება
მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის
და უკუნითი უკუნისამდე! (საღმრთო ლიტურგია).’’ ეს მეუფება არის ერთადერთი საძირკველი
და ავტორიტეტი მართლმადიდებელთათვის, ჭეშმარიტად ყოველი ქრისტიანისათვის. ამის გარდა
არ არსებობს სხვა წყარო გამოცხადებისათვს და არც სხვა საფუძველი არსებობს სამწყსოს,
საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონისათვის, პიროვნული იდენტობისა თუ სწავლებისათვის,
მართლმადიდებლობის ვითარცა ქრისტეს ცოცხალი სხეულისათვის, რომელიც გაცხადდა იესო ქრისტეში,
მისგან, მის მიერ და ღმრთის სულისაგან.
შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ, ვითარცა არამართლმადიდებლურს,
ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც ეძიებს, რათა წინასწარმეტყველთაგან ხილული და ქრისტეს
მიერ გაცხადებული და წარმოჩენილი, მოციქულთაგან ქადაგებული, ეკლესიის მიერ სიბრძნედ
მიღებული, წმინდა მამათა მიერ დოგმატად განწესებული და წმინდა ლიტურგიაზე განცდილი
ღვთის სასუფეველი სხვა რამით ჩაანაცვლოს, იქნება ეს წმინდა რუსეთი, ღვთივკურთხეული
ბიზანტია ან რომელიმე სხვა მიწიერი სამეფო და ამგვარად მიიტაცოს ღვთის განუყოფელი უფლება
გადასცეს სუფევა ღმერთსა და მამას (1კორინთელთა 15:24) და უარყოს ღვთის ძალა შეაშროს
ცრემლი ყოველი ადამიანის თვალზე (გამოცხადება 21:4). ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ღვთისმეტყველების
იმ ყოველგვარ სახეს, რომელიც უარყოფს, რომ ქრისტიანები არიან მწირნი და დევნილნი ამა
სოფლისა (ებრაელთა 13:14), რაც იმას ნიშნავს რომ ,,ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც
მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს (ფილიპელთა 3:20)’’ და ქრისტიანები ,,საკუთარ
მამულებში მკვიდრობენ, მაგრამ მკვიდრობენ, როგორც უცხონი. მოქალაქეთა მსგავსად ერთვებიან
ყოველ საქმეში, მაგრამ დაითმენენ ყოველივეს, როგორც სტუმარნი. ყოველგვარი უცხო ქვეყანა
მამულია მათი და ყოველი მამული – უცხო ქვეყანა’’ (ეპისტოლე დიოგნეტეს მიმართ, 5).
2. ,,მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო
ღმერთს - ღმრთისა’’ (მათე 22:21).
ჩვენ ვამოწმებთ რომ ღვთის სასუფევლის საბოლოო გამარჯვების
მოლოდინში ვაღიარებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ერთადერთ და საბოლოო მეუფებას. ამ წარმავალ
საუკუნეში, მიწიერი მმართველნი მშვიდობას უზრუნველყოფენ, რათა ღვთის ერმა
შეძლოს იცხოვროს ,,სიწმინდით,
მშვიდობით და უცოდველად’’ (საღმრთო ლიტურგია). თუმცა არ არსებობს სახელმწიფო, ერი თუ
საზოგადოებრივი წყობა რომელსაც შეუძლია იმაზე მეტი უფლება მოიხვეჭოს ჩვენზე, ვიდრე
იესო ქრისტეს აქვს, რადგან იესოს სახელის წინაშე წინაშე უნდა ,,მოიდრიკოს ყოველი მუხლი,
ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც’’ (ფილიპელთა 2:10).
ამგვარად ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ ყოველგვარ სწავლებას,
რომელიც ღვთის ეკლესიაში გაცხადებულ ღვთის სასუფეველს ამა სოფლის რომელიმე მეუფებას
დაუმორჩილებს, რომელიც სხვა საეკლესიო თუ საერო ბატონებს ეძიებს, ვინც ჩვენს გამართლებასა
და ხსნას შესძლებდნენ. ჩვენ მტკიცედ განვსჯით ხელისუფლების ყოველგვარ ფორმას, რომელიც
სახელმწიფოს აღმერთებს (თეოკრატიას) და ეკლესიის შთანთქმას ცვდილობს, ართმევს რა მას
უფლებას წინასწარმეტყველთა მსგავსად წინ აღუდგეს უსამართლობას. ჩვენ ასევე ვკიცხავთ
ყველას, ვინც ცდილობს ცეზაროპაპიზმის გამართლებას, რომელიც ჯვარცმულისადმი მორჩილების
ნაცვლად საერო ძალაუფლებით აღჭურვილი პირისადმი მორჩილებას ასწავლის, ღვთისაგან ცხებულობას,
რომ იჩემებს, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, ცნობილი იქნება ის კეისრის, იმპერატორის,
ცარისა თუ პრეზიდენტის სახელით.
3.
,,აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი
და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში’’ (გალატელთა მიმართ
3:28).
ჩვენ ვამოწმებთ, რომ კაცთა მოდგმის განყოფა რასის, რელიგიის,
ენისა და ეთნიკურობის ან ადამიანის არსებობის სხვა რომელიმე მეორეული ნიშნის მიხედვით
ამ დაცემული და ცოდვილი წუთისოფლისათვისაა ნიშნეული, რომელიც პატრისტიკული ტრადიციის
თანახმად ,,ხორცისათვის დამახასიათებელი განსხვავებანია’’ (გრიგოლ ნოსელი, სიტყვა
7, 3). ეს ბოროტება სწორედ ამგვარ განსხვავებებს ახასიათებს, რაც სრულიად საწინააღმდეგოა
სახარებისა, სადაც ყველა ერთია და თანასწორი იესო ქრისტეში. ადამიანები საკუთარ შეცოდებათა
გამო მის წინაშე სიტყვისგებაზე არიან ვალდებული და მათ შეუძლიათ მიიღონ მისი სიყვარული
და მიტევება, არა როგორც რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრებმა, არამედ როგორც
პიროვნებებმა, რომლებიც ღვთის ხატად და მსგავსად და ერთმანეთის თანასწორად არიან შექმნილნი
და შობილნი (შესაქმე 1:26).
შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ ნებისმიერ სწავლებას,
რომელიც ღვთაებრივ ბატონობას და მეუფებას, საზეპურო კურთხეულობასა და სიწმინდეს რომელიმე
ცალკე აღებულ ადგილობრივ, ეროვნულ ან ეთნიკურ იდენტობას განუკუთვნებს ან რომელიმე კონკრეტულ
კულტურას ახასიათებს, როგორც გამორჩეულსა ან ღვთისაგან დადგინებულს, იქნება ეს ბერძნული,
რუმინული, რუსული, უკრაინული თუ სხვა.
4. ,,თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი
შენი და გძულდეს მტერი შენი; ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ
თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და
შეურაცხმყოფელთათვის; რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს
კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც’’ (მათე 5:
43-45).
მივყვებით რა უფლის მცნებას, ჩვენ ვამოწმებთ (როგორც
ამას წმინდა სილუან ათონელი გამოთქვამს), რომ ,,მადლი ღვთისა არაა იმ ადამიანში, რომელსაც
არ უყვარს თავისი მტრები,’’ და ჩვენ ვერ ვეწევით მშვიდობას, სანამ არ შევიყვარებთ ჩვენს
მტრებს. ამგვარად, ყოველგვარი ბრძოლისყოფა საბოლოო მარცხია ქრისტეს სიყვარულისა.
ამდენად, ჩვენ ვგმობთ და არ ვიღებთ ყოველგვარ სწავლებას,
რომელიც ახალისებს განყოფას, უნდობლობას, სიძულვილსა და ძალადობას ხალხთა, რელიგიათა,
აღმსარებლობათა, ერთა და სახელმწიფოთა შორის. ჩვენ კვლავაც ვგმობთ და უარვყოფთ ნებისმიერ
სწავლებას, ვითარცა არამართლმადიდებლურს, რომელიც
საზოგადოებისათვის საკიცხველად აქცევს მათ ვინც საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან
,,სხვად’’ აღიქმება უცხოელთა, რელიგიურ და პოლიტიკურ დისიდენტთა და საზოგადოებისაგან
მოძულებულ სხვა სოციალურ უმცირესობათა ჩათვლით. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი სახის მანიქეური
და გნოსტიკური პრინციპის დაყოფას, რომელიც აღმოსავლეთის წმინდა მართლმადიდებლურ კულტურას
და მის ხალხებს უზნეო და გახრწნილ დასავლეთზე აღმატებულად წარმოაჩენს. განსაკუთრებით
მანკიერი საქციელია სხვა ხალხების განსჯა სპეციალური ლიტურგიკული პეტიციების საშუალებით,
რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურას
აღაზევებს, ვითარცა სულიერად განწმენდილს ხორციელი, მიწიერი ბუნების ,,მწვალებლების’’
ფონზე.
5. ,,თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა
მნებავს და არა მსხვერპლი’’ (მათე 9:13, შდრ. ჰოსია 6:6; ესაია 1: 11-17).
ჩვენ ვამოწმებთ, რომ ქრისტე მოგვიწოდებს, რათა პირადი
და საზოგადოებრივი ქველმოქმედება აღვასრულოთ ღარიბთა, მშიერთა, უსახლკაროთა, დევნილთა,
ლტოლვილთა, სნეულთა და ტანჯულთა მიმართ, ვეძიოთ სიმართლე დევნილთათვის, მწუხარეთა და
გაჭირვებულთათვის. თუკი ჩვენ მოყვასის ხმობას უგულვებელვყოფთ, თუკი ჩვენ ნაცვლად ამისა
მას ვცემთ და გავძარცვავთ, და გზის პირას სასიკვდილოდ და სატანჯველად დავაგდებთ (ლუკა
10: 27-37), მაშ ჩვენ არ ვყოფილვართ ქრისტეს სიყვარულში ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალ
გზაზე, არამედ ჩვენ თავი ქრისტესა და ეკლესიის მტრად გვიქცევია. ჩვენ მარტო იმისთვის
კი არ ვართ მოწოდებულნი, რომ უბრალოდ ვილოცოთ მშვიდობისათვის, არამედ მოწოდებული ვართ
რათა ქმედითად და წინასწარმეტყველთაებრ აღვდგეთ და ვამხილოთ უსამართლობა, ვქმნათ მშვიდობა
თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად, ,,ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რადგან ღვთის შვილებად
იწოდებიან ისინი’’ (მათე 5:9). ლიტურგიისა და ლოცვის მსხვერპლად შეწირვა, მაშინ როცა ჩვენ თვითონ არ ვეწირებით
მსხვერპლად, ცოდვად გვეთვლება და წინააღმდეგობაში მოდის იმ მსხვერპლთან, რაც ქრისტეშია
წარმოდგენილი (მათე 5:22-26, 1კორინთელთა 11 27: 32).
შესაბამისად ჩვენ უარვყოფთ და ვგმობთ, როგორც არამართლმადიდებლურს,
სულიერი ,,მორჩილების’’ ნებისმიერ წახალისებას სამღვდელოთა და მორწმუნე ერისკაცთა შორის
უმაღლესი მამამთავრიდან დაწყებული უმცირესი ერისკაცით დამთავრებული. ჩვენ უარვყოფთ
მათ, რომლებიც მშვიდობისათვის ლოცულობენ, ამ დროს კი მშვიდობისყოფისათვის არაფერს აკეთებენ შიშის
მიზეზითა თუ რწმენის უქონლობის გამოისობით.
6. ,,და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს
იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ’’ (იოანე 8: 31-32).
ჩვენ ვამოწმებთ, რომ იესო მოუწოდებს მოწაფეებს არა მხოლოდ
შეიცნონ, არამედ ისიტყვონ კიდეც ჭეშმარიტება ,,არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო;
და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია“ (მათე 5: 37). მსოფლიოს სიდიდით
მეორე სამხედრო ძალის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მეზობელ ქვეყანაზე არ არის უბრალოდ
,,სამხედრო ოპერაცია.’’ ,,მოვლენები’’ თუ ,,კონფლიქტი’’ ან სხვა რომელიმე ევფემიზმი,
რომელიც მხოლოდ რეალობის უარყოფისთვისაა გამიზნული. სინამდვილეში ეს არის ფართომასშტაბიანი
თავდასხმა რომელმაც უკვე გამოიწვია უამრავი საერო და სამხედრო პირის სიკვდილი, ორმოცდაოთხ
მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების ძალადობრივი მოშლა და ორ მილიონ ადამიანზე მეტის
იძულებით გადაადგილება და დევნილება (2022 წლის 12 მარტის მონაცემებით).სიმართლე უნდა
ითქვას, რამედანაც მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის.
შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ, როგორც არამართლამდიდებლურს,
ყოველგვარ სწავლებასა თუ ქმედებას, რომელიც
უარს ამბობს ილაპარაკოს სიმართლე ან აქტიურად ჩქმალავს სიმართლეს იმ ბოროტებათა შესახებ,
რომლებიც იესო ქრისტეს სახარების წინააღმდეგ აღესრულება უკრაინაში. ჩვენ სრულებით ვგმობთ
ყოველგვარ საუბარს ,,ძმათამკვლელ ომზე,’’ ,,რომელიც კაენის ცოდვის გამეორებაა, რომელმაც თავისი ბოროტების გამო საკუთარი ძმა მოკლა,’’ თუკი ამგვარი საუბარი ცხადად არ აღიარებს მკვლელობის
განზრახვას და ერთი მხარის ბრალეულობას მეორის წინაშე (გამოცხადება 3:15-16).
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჭეშმარიტება, რომელიც დავამოწმეთ და ცდომილება, რომელიც გავნსაჯეთ, როგორც არამართლმადიდბელური, დასაძირკვლებულია იესო ქრისტეს სახარებასა და მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების წმინდა გარდამოცემას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ სიტყვას იღებს და ეთანხმება, რათა საეკლესიო პოლიტიკაში გადაწყვეტილებათა მიღებისას ყურადღებით მოეკიდონ აქ განცხადებულ პრინციპებს. ჩვენ ვევედრებით ყველას, ვისაც ეს განცხადება ეხება, დაუბრუნდნენ ,,სულის ერთობას მშვიდობის საკვრელში’’ (ეფესელთა მიმართ 4:3).
2022 წლის 13 მარტი - დიდმარხვის პირველი კვირა (მართლმადიდებლობის ზეიმი)
ინგლისურიდან თარგმნა შოთა მათითაშვილმა
ხელისმომწერნი
1 Dr. Theofilos Abatzidis Volos Academy Greece
2 Revd. Dr. Christophe D’Aloisio Institut Orthodoxe Saint-Jean-le-Théologien & Université catholique de Louvain Brussels, Belgium
3 V. Revd. Robert M. Arida Boston, MA, USA
4 Dr. Antoine Arjakovsky Collège des Bernardins Paris, France
5 Prof. Susan Ashbrook Harvey Brown University RI, USA
6 Dr. Nikolaos Asproulis Volos Academy Greece
7 V. Revd. John Behr University of Aberdeen UK
8 Dr. Ionut Biliuta Gh. Sincai Institute, Romanian Academy Romania
9 Dr. Lori Branch University of Iowa IA, USA
10 Revd. Dr. Radu Bordeianu Duquesne University Pittsburgh, PA, USA
11 Revd. Dr. Ciprian Burlacioiu University of Munich Germany
12 Sergei Chapnin Artos Fellowship Moscow, Russia
13 Revd. Dr. John Chryssavgis Sydney College of Divinity Australia
14 Editor in chief Jordan Georgiev Doxologia Infonews (Website for international church and religious news) Bulgaria
15 Editor Alexander Angelov Doxologia Infonews (website for international church and religious news) Bulgaria
16 Dr. Helen Creticos Theodoropoulos Chicago, IL, USA
17 M.S., M.A. Nayla Debs France/Lebanon
18 Prof. George E. Demacopoulos Fordham University New York, NY, USA
19 Revd. Dr. Nicholas Denysenko Valparaiso University IN, USA
20 Dr. Philip Dorroll Wofford College SC, USA
21 M.A Costis Drygianakis Volos Academy Greece
22 Revd. Dr. Brandon Gallaher University of Exeter UK
23 Dr.; Senior Lecturer in Eastern Christian Studies Grant White Sankt Ignatios College, Stockholm School of Theology Stockholm, Sweden
24 Prof. Paul Gavrilyuk Founding President, International Orthodox Theological Association, St. Thomas University MN, USA
25 Peter Bylen United States
26 Dr. Tamara Grdzelidze Ilia State University Tbilisi, Georgia
27 Doctoral Student John Monaco Duquesne University Pittsburgh, PA (USA)
28 Retired Anastasios Gounaris Formerly of Greek Orthodox Archdiocese of America Chania, Crete, Greece
29 Professor Tatiana Pronina Leningrad State University Pushkin St. Petersburg, Russia.
30 Rev. Dr. Perry Hamalis North Central College Naperville, IL, USA
31 Ms Olga Kariatlis Australia
32 Dr. David Bentley Hart University of Notre Dame IN, USA
33 MA Nina Dippon Dippon Colorado Springs, CO
34 Prof. Dr. Georgi Kapriev St. Кliment Ohridski University Sofia, Bulgaria
35 Archim. Prof. Cyril Hovorun Stockholm School of Theology Sweden
36 V. Revd. Dr. John A. Jillions Institute for Orthodox Christian Studies Cambridge, UK
37 Dr. Pantelis Kalaitzidis Volos Academy Greece
38 Prof. Christos Karakolis National and Kapodistrian University of Athens Greece
39 Prof. Dr. Assaad Elias Kattan University of Münster Germany/Lebanon
40 Dr. Lisa Holsberg Fordham University New York
41 Dr. Nikos Kouremenos Volos Academy Greece
42 Prof. Paul Ladouceur Trinity College, University of Toronto ON, Canada
43 Dr. Sr. Vassa Larin Coffee with Sister Vassa Catechetical Programs Vienna, Austria
44 Mika Peltola Finland
45 Dr. Lucian N. Leustean Aston University Birmingham, UK
46 Inga Leonova The Wheel Boston, MA, USA
47 James L.M. Bloodworth United States
48 M.A. Elijah John McKnight Orthodox Church in America United States
49 Olga Lossky-Laham Paris, France
50 Daniel Lossky Institut Orthodoxe Saint-Jean-le-Théologien Brussels, Belgium
51 Lecturer Roger Coresciuc Faculty of Theology “Dumitru Staniloae” Romania
52 V. Revd. Prof. Andrew Louth Durham University, UK and St Irenaeus Orthodox Theological Institute, Radbout University, Nijmegen Netherlands
53 Prof. Vasilios Makrides University of Erfurt Germany
54 Dr. Ina Merdjanova Trinity College Dublin Ireland
55 Prof. Paul Micevych University of California Los Angeles CA, USA
56 Dr. Alexandra de Moffarts Institut Orthodoxe Saint-Jean-le-Théologien Brussels, Belgium
57 PhD Universite de Paris IV-Sorbonne Teodor Baconschi Romanian MFA Bucharest Romania
58 Prof. Dimitrios Moschos National and Kapodistrian University of Athens Greece
59 Dr. Hermina Nedelescu Scripps Research CA, USA
60 Prof. Michael Ossorgin Fordham University New York, NY, USA
61 Dr. Paul Meyendorff St Vladimir’s Orthodox Theological Seminary NY, USA
62 V. Revd. Prof. Michael Plekon The City University of New York – Baruch College NY, USA
63 Dr. Ashley Purpura Purdue University IN, USA
64 Dr. Teva Regule President, Orthodox Theological Society of America USA
65 V. Revd. Richard René University of Toronto ON, Canada
66 Prof. Svetoslav Riboloff Sofia University “St. Kliment of Ochrid” Bulgaria
67 Dr. Sarah Riccardi-Swartz Arizona State University AZ, USA
68 Revd. Dr. Anthony Roeber St. Vladimir’s Orthodox Theological Seminary New York, NY, USA
69 Dr. Robert Saler Christian Theological Seminary Indianapolis, IN, USA
70 Prof. Kerry P. C. San Chirico Villanova University PA, USA
71 Deacon Ron Boyer www.gci.org U.S.A.
72 Prof. Stephen J. Shoemaker University of Oregon Eugene, OR, USA
73 Dr. Constantin Sigov National University of Kyiv-Mohyla Academy and “Dukh i Litera” [Spirit and Letter] Research and Publishing Association Kyiv, Ukraine
74 Dr. Cyrille Sollogoub Institut Orthodoxe Saint-Jean-le-Théologien Brussels, Belgium
75 Prof. Katerina Tsalampouni Aristotle University of Thessaloniki Greece
76 Captain Alexander N. Soukhanov United States of America
77 Prof. Lucian Turcescu Concordia University Montreal, QC, Canada
78 M.Th Georgios Vlantis Volos Academy Greece/Germany
79 Dr. Nicolae Roddy Creighton University USA
80 Dr. Katherine Kelaidis USA
81 Archim. PhD Anton C. Vrame Holy Cross Greek Orthodox School of Theology MA, USA
82 Prof. Gayle Woloschak Northwestern University Chicago, IL, USA
83 Diane Beck All Saints of North America Orthodox Church Albuquerque, NM, USA
84 Dr. Nathaniel Wood Fordham University New York, NY, USA
85 Revd. Dr. Victor Yudin Leuven, Belgium
86 MDiv Orthodox Theology John Heropoulos USA
87 Dr Sebastian Brock Oriental Institute, Oxford University UK
88 Katie Cokinos Saugerties, New York, USA
89 Lars Ahlbäck Finland
90 Prof. Nicholas Sooy Fordham University NY, USA
91 Reverend Protopresbyter Robert Athas Metropolis Of Boston Brookline, Massachusetts
92 Prof. Luis Salés Scripps College Claremont, California
93 Dr. Jane Yank United States
94 (Rev) Dr Reijnen Anne Marie Theologicum ( Institut Catholique de Paris) / Paris ( France)
95 Professor Petr Kratochvíl Sciences Po Paris
96 Dr. Dimitrios Keramidas Center for Ecumenical, Missiological and Environmental Studies “Metropolitan Panteleimon Papageorgiou” (CEMES) Rome, Italy
97 Hratsch Sarkissian Armenia
98 Dr. Dimitrios Baltas Athens Greece
99 Doctor Anna Meyendorff Washington, DC
100 David Kinasevych Canada
101 Professor of English Scott Cairns Seattle Pacific University USA
102 Rev. Dr Athanasius McVay Chair of Ukrainian Studies, University of Toronto Edmonton, Alberta
103 Mykola Osypenko University of Fribourg Switzerland
104 Revd Dr Andreas Andreopoulos University of Winchester United Kingdom
105 Mr. Nektarios Cooper N/A Cave Spring, GA, USA
106 V. Rev’d Dr. Cyprian Robert Hutcheon McGill University, Montreal (retired) Canada
107 Dr. Daniel F. Stramara, Jr. Rockhurst University Kansas City, MO USA
108 Kristjan Otsmann Estonia
109 Professor Emeritus Daniel J. Sahas University of Waterloo Waterloo, Ontario CANADA
110 Professor Torstein Theodor Tollefsen University of Oslo Norway
111 Associate Professor Nicolae Turcan Babeș-Bolyai University Cluj-Napoca
112 Theologian Vasiliki Giannoutaki Volos Academy Greece
113 Mr. Staasi Heropoulos USA
114 Rev Dr Geoffrey Ready Orthodox School of Theology at Trinity College, University of Toronto Toronto, Canada
115 MA Theology Ruth Nares UK
116 The Ignacio Ellacuria Chair of Catholic Social Thought Peter Phan Georgetown University USA
117 Prof.Dr. Hille Haker Loyola University Chicago USA
118 Professor Charles Lock University of Copenhagen Denmark
119 Dr Viorel Coman KU Leuven Belgium
120 Lecturer David Goodin McGill University Montreal
121 Dr. Candace Hetzner Boston College Boston
122 Dr. Fellow. Dr. Christina Nellist Oxford Centre for Animal Ethics London, UK
123 Dr. Alexei Bodrov Moscow, Russia
124 Cécile Joris Belgium
125 Dr. Cergan Daniel Bucharest University Romania
126 The Rev. C. Brent Hoy-Bianchi ELCA Reno, Nevada, USA
127 Private citizen Michael Żurowski none Warsaw, Poland
128 Associate Professor Kyriakos Kalaitzidis University of Ioannina Greece
129 Assoc. Prof. Athanasios Papathanasiou Highest Ecclesiastical Academy of Athens Greece
130 Colin Justin Grimmond Windsor, Ontario, Canada
131 Professor Joseph Famerée Université catholique de Louvain (Louvain-la-Neuve) Belgium
132 PhD Archdeacon Vsevolod Borzakovsky Member Archdiocesan Council – Archdiocese of Western Europe Rome
133 Rev. Bohdan Hladio Toronto School of Theology Toronto
135 Metropolitan of Nigeria Alexander Gianniris Patriarchate of Alexandria and all Africa Nigeria
136 Assistant Professor Theodor Avramov Sofia University “St. Kliment of Ochrid” Bulgaria
137 Doctor in Theology de Saint Chamas Loys Studium Notre-Dame de Vie France
138 Dr Vitalii Tkachuk City Museum “Spiritual Treasures of Ukraine” Ukraine
139 Archimandrite Alexis Milyutin Métropole Orthodoxe en France ( PO). Vicariat de St Marie et St Alexis d’Ugine France
140 Margaret Klarer St.Anthony Orthodox Church in Bergenfield NJ Jersey USA United States of America
141 Aleksandar Miljkovic London
142 Doctor Isaia Gazzola Theologicum – Institut catholique de Paris Paris
143 Richard Crook Jackson, NH USA
144 Dr. jur. Diogenis Karagiannakidis None Thessaloniki – Greece
145 Revd. Dr. Mark Roosien Yale Institute of Sacred Music CT, USA
146 Christian A. Schwarz NCD International Emmelsbüll, Germany
147 Miss Susan Parkinson Bachelder Trinity Episcopal Church Lenox, Ma.
148 Prof. Nathan Dinneen Rochester Institute of Technology Rochester, New York, USA
149 DESS Droit public Javanni Jean Retired PARIS
150 Dr. and Mrs. Raymond and Irene Benton Loyola Iniversity Chicago Chicago, Illinois, USA
151 Professor Antoine Courban Higher Education Council LEBANON
152 Dr Nadia Delicata Faculty of Theology, University of Malta Malta
153 Dr Tornike Metreveli Lund Universitz Sweden
154 Mr. Michael Koulos NAPERVILLE, IL USA
155 Basil Lourié Scrinium. Journal of Patrology and Critical Hagiography Russia
156 Sîrghi Ana-Maria Bucharest, Romania
157 Mykola Osypenko University of Fribourg Switzerland
158 Assistant Professor Stavros Yangazoglou National and Kapodistrian University of Athens, Greece Athens
159 Dr. Georgios Basioudis Germany
160 Dr Deirdre Good Stevenson School of Ministry Harrisburg, PA
161 Professor Daniel Struve Paris Cité University Paris, France
162 Rossitza Osthus Bochum, Germany
163 Msc, Teacher of Theology Leonidas Telios Lykeum of Larissa Larissa Greece
164 LMSW Demetra DeFeo Fordham University United States
165 Dr. Ioannis Kaminis Sofia University “St. Kliment Ohridski” Sofia
166 Prof. Dr. Norbert Hintersteiner Westfälische Wilhelms Universität Münster Germany
167 Dr. Dominika Kurek-Chomycz Liverpool Hope University UK
168 Hugh Allen Orthodox Parish of the Holy Prophet Elias Exeter
169 PhD. Petr Jandejsek Charles University Prague Czech Republic
170 Prof. dr. Didier Pollefeyt Faculty of Theology and Religious Studies KU Leuven Belgium
171 Professor Gregory Bloomquist Faculty of Theology of Saint Paul University Canada
172 Ph.D. Mary Jane Maxwell USAID Washington DC
173 Professor Lyle Mook University of Rhode Island Kingston, RI, USA
174 Professor Anne Vandenhoeck KU Leuven Belgium
175 Prof. Dr. Reimund Bieringer Katholieke Universiteit Leuven Belgium
176 Rod Miller-Boyer Landers
177 Layperson Deborah (Malacky) Belonick graduate of St. Vladimir’s Orthodox Theological Seminary, USA Warren, OH
178 George Bedrin United States
179 Dr. Adjunct Professor, Retired William Samsonoff SUNY Albany School of Public Health USA
180 Dr. Will Cohen University of Scranton U.S.
181 Tony Chakar Beirut, Lebanon
182 Dr Patrick Hampshire FRSA United Kingdom
183 The Very Rev. Dr. Michael Sniffen Cathedral of the Incarnation Garden City, NY
184 John Paterakis Vice Chairman, The Ecumenical Trust New York
185 John Babetas Montreal, Canada
186 Prof. Lavinia Stan St. Francis Xavier University Canada
187 Igor Babich Ukraine
188 Colin MacIntyre Calvary Community Church Canada
189 Dr. Charalambos Dendrinos Royal Holloway, University of London United Kingdom
190 ArchPriest Daniel Guenther Orthodox Church in America Saskatoon, Canada
191 Yelena Bolshakova Belgium
192 None Dale Simison None United States
193 Dr Chrysovalantis Kyriacou Theological School of the Church of Cyprus Cyprus
194 V. Revd. Prof. Sergio E. Mainoldi Milan, Italy
195 Artist and Icon Painter Edith Mary Isabel Reyntiens Thyateira Diocese of the Greek Patrirchate Scotland
196 Rev’d Fr. David Austin Anglican Manchester UK
197 Michael Berrigan Clark Editorial Staff, The Wheel USA
198 ABD Dr. Theology Pantelis Levakos National and Kapodistrian University of Athens Greece
199 Mark Anthony Sweere OCA United States
200 V. Rev. Dr. Isaac Skidmore Southern Oregon University Ashland, OR, USA
201 The Rev. Robert Michael Pickel Brunswick, Maine USA
202 Dr Nikolaos Raptis Mary Raptou School SA Larissa Greece
203 Orthodox Christian Carol Kerler USA
204 Jack Darakjy Syriac Orthodox Church of Antioch USA
205 Revd Dr Helen Paynter Centre for the Study of Bible and Violence, Bristol Baptist College UK
206 Professor Michael Budde DePaul University Chicago, USA
207 Mary Werbiansky United States
208 Rev. Constantine Wright Athens, GA USA
209 Lecture in Orthodox Canon Law Vladimer Narsia Ilia State University (Georgia) Georgia
210 Aiad Jabbour Germany
211 Prof. Terence Cuneo University of Vermont US
212 Reader Daniel (Maximus) Nicholas Archangel Gabriel Orthodox Church (OCA) Ashland, Oregon, USA
213 Rt Revd Dr Lynn Elizabeth Walker Orthodox Catholic Church of America New York
214 Dr. Chrysostom Koutloumousianos Cambridge Institute for Orthodox Christian Studies Naxos, Greece
215 Dr. Maria Calisi St. Peter’s University Jersey City, NJ, USA
216 Mth Guram Lursmanashvili Sulkhan-Saba Orbeliani University Tbilisi
217 V. Revd. Dr. Leonide Ebralidze Pontifical Lateran University Rome, Italy
218 VRev. Professor Denis J. M. Bradley Bradley Georgetown University /St. Nicholas Cathedral Washington
219 M.A, ThM Claire Koen Fordham Boston
220 Jacob Pederson St Gregorios Orthodox Church Spokane
221 Journalist following religious issues Riccardo cristiano Reset doc Rome
222 Student Steven Roberts Saint Vladimir’s Orthodox Theological School United States
223 ΜΑ Maria Nanou University of Thessaly Volos, Greece
224 Dr Norman Russell St Stephen’s House, University of Oxford France
225 Just another sinner Kathleen Licoppe St-Demetrios Greek Orthodox Church Winnipeg Canada
226 Professor, DPhil Kalin Yanakiev Sofia University “St. Kliment Ohridski” Sofia
227 Dr. Gocha Barnovi Sulkhan-Saba Orbeliani Univeristy Tbilisi, Georgia
228 Professor of Clinical Medicine Emeritus Christopher Mathews University of California San Diego United States
229 Anna Pasechnik UK
230 Rick Zajac USA
231 Father Gabriel Talley Retired Orthodox Priest USA
232 Ryan Klein Boston College Boston
233 Barbara Coker England
234 Adrian Tanasescu-Vlas Fundaţia Culturală “Gândul Aprins” Bucharest, Romania
235 Director of Catholic Studies Michael Baxter Regis University Denver CO
236 Dr. Raluca Arfire Bucuresti, Romania
237 Doctoral Student Christopher Larsen Fielding Graduate Institute Santa Barbara California USA
238 Rt. Rev. Dr. Stephen Duncan OCCA Galveston, Texas
239 Diethelm Adlunger Deutschland / NRW
240 James Bouse USA
241 Maguire University Professor of Ethics D. Stephen Long Southern Methodist University USA
242 Assoc. Prof. (Emerita) Patricia Hardesty James Madison Univ. USA
243 Undergraduate student of Theology Guram Papava Aristotle University of Thessaloniki Georgia
244 Rev’d David-John Williams University of Saint Katherine and The Institute for Orthodox Christian Studies, Cambridge. San Diego
245 Katherina Wlasenko Canada
246 Amber Schley Iragui Portland, Oregon
247 Dr Alexis Richard Cooper McGill University Canada
248 Judith Phillips Waterford, Michigan USA
249 PhD Candidate; Editor Giacomo Sanfilippo Trinity College, University of Toronto; Orthodoxy in Dialogue Toronto, Canada
250 DPT Joanna Efstathiou-Dittmar White Plains, NY, USA
251 Mifflin Ann Saavedra Concord International Church USA
252 Professor of Theology Barry Harvey Baylor University USA
253 Dr. Aram G. Sarkisian Northwestern University Evanston, IL, USA
254 Executive Presbyter Lisa Allgood Presbytery of Cincinnati, PCUSA Cincinnati, OH
255 PhD candidate Paraskevi Arapoglou Aristotle University of Thessaloniki Greece
256 Dr Laura Archer Independence, OR, USA
257 Andrew Taylor USA
258 Bojidar Kolov University of Oslo Norway
259 Dr Thomas Arentzen Uppsala University Sweden
260 Pr. Răduț Seliște Marcel Romanian Orthodox Church România
261 M. Sc. Andre Sytnyk Ukrainian Orthodox Church in Ukraine U.S.A
262 Daniel Lightsey Southern Methodist University Dallas, Texas, USA
263 Presvytera Dr. Kyriaki FitzGerald Co-founder & Exec. Director, Saint Cathrine’s Vision Sandwich, Massachusetts, U.S.A.
264 VREV Peter Baktis Orthodox Church in America USA
265 M.A. Daniel Heide McGill University Canada
266 Rev. Dr. Emanuel Chris, M.D., M.Div. Mansfield, MA
267 Fr. Dr. Arsenius Mikhail St. Athanasius & St. Cyril Theological School Anaheim, California, USA
268 Theodore Stepp Majuro, Republic of the Marshall Islands
269 Dr Razvan Porumb Institute for Orthodox Christian Studies Cambridge
270 Petra Gorisek Kiev Messianic Jewish Congregation Croatia
271 M. Rev Lazar Puhalo OCA Dewdney, Canada
272 Paul Shannon NL
273 Mihaela Tarpa Paris, France
274 Archimandrite James Babcock Eparchy or Newton Oceanside CA
275 David Mohler St. Paul the Apostle Orthodox Church Dayton, OH
276 Educator Edward Stepanian Mr USA
277 Soultana Gargana Greece
278 Rt. Rev. John F. Newbauer Orthodox-Catholic Church of America Fort Wayne, IN 46825
279 Mr Philip Babcock Christian Church USA
280 Professor William Cavanaugh DePaul University Chicago, USA
281 Kristjan Mänd Estonia
282 Pauline Costianes Westland, MI USA
283 Yvette Cuny United States
284 Professor Stamatis Vokos California Polytechnic State University San Luis Obispo, CA, USA
285 Dr. Andrew Nosal University of San Diego San Diego, CA, USA
286 Aarne Lozano USA
287 V Rev. Dr. Gabriel Rochelle St. Sophia Orthodox Theological Seminary; New Mexico State University New Jersey and New Mexico, USA
288 Professor Heather Bailey University of Illinois Springfield USA
289 Mr Daniel Li University of Exeter Exeter
290 Matt Salter None but Christian solidarity with good people around the world. United States
291 Leslie Luppino USA
292 Dr. Charles Tieszen Fuller Theological Seminary Austin, USA
293 Dr Annette Bakker Children’s tumor foundation Usa
294 Rev. Konstantinos Sarantidis Portland, Maine USA
295 Tamara Penwell UK
296 V. Rev Marc Dunaway Eagle River Institute Eagle River, Alaska
297 V. Rev Marc Dunaway Eagle River Institute Eagle River, Alaska
298 Adjunct Professorial Lecturer Eric Terzuolo American University, School of International Service Washington, DC
299 Paul Pasarivakis University of Laval Canada
300 Caitilin Kane USA
301 Albert Edward Meisenbach III USA
302 John Congdon Oberlin College Oberlin, Ohio, United States of America
303 Jeffrey Stephens City of Durham, USA
304 Richard Mohr Fountain Valley, California
305 Steven Fullmer USA
306 Rev’d Dr. Theodore Pulcini Carlisle, PA
307 Professor Caryl Emerson Princeton University
308 Presbytera Dr. Catharine Roth independent scholar United States
309 Nicholas Palos NYS Courts New York
310 Very Reverend Matyas of Canada Orthodox Church of Canada Toronto
311 Wayne Tatusko St. Mark OCA Annandale, VA
312 Fr. Paul Schmidt Holy Wisdom Orthodox Church United States
313 Rev. Dr. Stephen V. Sprinkle Brite Divinity School Fort Worth, Texas USA
314 C. Stoppa Canada
315 Dr. Scott Ables Oregon State University Portland, Oregon, USA
316 Metropolitan EDMUND Cass Holy Cross Minastery Greenville, SC
317 Associate Professor of Historical Theology and Christian Worship L. Edward Phillips Phillips Emory University, Candler School of Theology United States of America
318 Cathy Nemtsov United States
319 Very Reverend Joel Weir Orthodox Church in America Crawfordsville, IN
320 Fr Dragos Herescu Institute for Orthodox Christian Studies Cambridge
321 Rev. Andrew Wollitzer Berkeley Covenant Church Berkeley, Ca
322 Retired professor/ independent scholar Valerie Karras St. Louis, Missouri, USA
323 B.Mus. Horia Vlad Guzu Guzu.ca Montreal, QC, Canada
324 Basil Varghese India
325 The Rev. Deacon James Neal Orthodox-Catholic Church of America United States
326 Matthew Dodrill United States
327 Dr. Oucèma Lionel Karam Ohio University USA/France/Lebanon
328 Dr. Vasyl Rudeyko Ukrainian Catholic University Lviv Ukraine
329 V. Rev. Dr. Gregory Roth Spokane Falls Community College USA
330 Dr Tarek Mitri Saint George University Beirut. Lebanon
331 Rev. Andrew Wollitzer Berkeley Covenant Church Berkeley, Ca, USA
332 Dr. Maria Rybakova Nazarbayev University Kazakhstan
333 Dr. Alison Kolosova University of Tartu Estonia
334 Enseignant-chercheur JEROME CLER Sorbonne-Université FRANCE
335 Ph Doctor in Foundametal Theology Claudio Monge Black Friars Istanbul
336 Barbara Personnaz Montreux, Switzerland
337 Dr James Chater France
338 Kristin Rountree USA
339 LLM Manos Androulakakis Heraklio Crete
340 Rev Dr Craig de Vos North Adelaide, Australia
341 PhD Candidate Raul-Ovidiu Bodea KU Leuven Leuven, Belgium
342 Professor emeritus theological ethics Burggraeve Roger Catholic University Leuven Belgium
No comments:
Post a Comment